მონოპოლიების მიმართ არსებული პრეტენზია არსებითად იგივეა, რაც ზოგადად მეწარმეების მიმართ: გაზრდილი ფასები და დიდი მოგება.
გაფართოებული ძიება »
 
 

 

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო
24 June 2006

მოკლედ აესკოს შესახებ

აესკო – ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება შეიქმნა 2001 წელს, თუმცა ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 2002 წელს.

აესკოს შექმნის იდეა მიზესის ინსტიტუტში გაჩნდა, როდესაც მისი მომავალი დამფუძნებლები სტუმრობდნენ მას.

აესკო არის არამომგებიანი ინსტიტუტი, ორიენტირებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე კლასიკურ ლიბერალურ იდეებზე დაყრდნობით (ძირითადად ავსტრიული და საზოგადოებრივი არჩევანის სკოლებზე) . მისი მთავარი ფუნდამენტია მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი, სუბიექტივიზმი და შეზღუდული მთავრობა. 

აესკოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

ეკონომიკური ცოდნის გავრცელება, სემინარების, კონფერენციების, გამოცემების, თარგმანების, საჯარო ლექციებისა და სხვა მეთოდებით;
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება პირდაპირი მონაწილეობით საჯარო გადაწყვეტილებათა ფორმირების პროცესში, სამუშაო შეხვედრების, დისკუსიების, დებატების მოწყობითა და მონაწილეობით მათში, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევით მთავრობისათვის რჩევების მისაცემად და სხვ.

უკვე შესრულებული საქმიანობის მოკლე ჩამონათვალი:

საქმიანობა, რომელიც აესკომ განახორციელა არსებობის 5 წლის განმავლობაში:

90-ზე მეტი ადგილობრივი სემინარი თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გურჯაანში. ამ სემმინარების მთავარი თემა იყო ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, ეკონომიკური პრობლემების თეორიული ასპექტები.
35-ზე მეტი საერთაშორისო სემინარი და კონფერენცია, მონაწილეებით ძირითადად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.
ჩატარებულია 35-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენცია, მათ შორის მეზობელი ქვეყნების სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
შექმნილია ეკონომიკური თავისუფლების სამხრეთ კავკასიის ქსელი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკური ინსტიტუტების მონაწილეობით. ქსელის I მიღწევად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ჩართვა ფრეიზერის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევაში “მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება” და აესკოს ჩართვა ეკონომიკური თავისუფლების გლობალურ ქსელში.
ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა თავისუფლების ბიბლიოთეკის 3 ტომი:
- ლიბერალიზმის საფუძვლები

- ლიბერალიზმი და ძალაუფლება

- თავისუფლება და საკუთრება

ბიბლიოთეკის ტომებში პირველად საქართველოს ისტორიაში გამოქვეყნდა ისეთი ცნობილი ავტორების მოსაზრებანი, როგორიცაა ექთონი, მიზესი, ჰაიეკი, ბიუქენენი, ლოქი და სხვა მრავალი.

ჩამოტანილია და გავრცელებულია ლიბერალური  (ლიბეთარიანული) ლიტერატურა, ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის საკითხებზე, მ.შ. რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ორგანიზაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ღონისძიებებში, ფონდების ნაუმანის, ატლასის;  ჰერითიჯის, ქეითოს, ფრეიზერის, ექთონის, ევროპისა და მანჰათენის ინსტიტუტების და სხვათა საერთაშორისო კონფერეციებში და სემინარებში, მრგვალ მაგიდებსა და დისკუსიებში.
ორგანიზაციის წევრები და ექსპერტები აქტიურად მონაწილეობდნენ საეთაშორისო ექსპერტულ შეხვედრებში (ყირგიზეთი, სომხეთი)
პუბლიკაციები: ორგანიზაციის წევრები და ექსპერტები ძალიან აქტიურად აქვეყნებდნენ თავიანთ მოსაზრებებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პრესაში, მ.შ.: განათლების, ენერგეტიკის, პრივატიზების, სამხედრო სამსახურის, კორუფციის, დერეგულაციის და სხვა საკითხებზე.
2004 და 2006 წელს ეკონომიკური განათლების ფონდთან (აშშ) ერთად ჩატარებულია 1 კვირიანი სემინარი –ეკონომიკური განათლების მიზნით

საერთაშორისო აღიარება და პრიზები

აესკოს მოღვაწეობა არაერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ამ აღიარების შედეგად იგი ადვილად გახდა ისეთი საერთაშორისო ქსელების წევრი, როგორებიცაა ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში და რესურს – ბანკი.

2005 წელს აესკო მონაწილეობდა აშშ ატლასის ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ დაწესებულ თემფლთონის პრიზების კონკურსში, რომელშიც მოიგო ორი პრიზი: სტუდენტებთან მუშაობისათვის (სტუდენტ ოუტრიცჰ) და ინსტიტუციური წარმატებისათვის (Institute Excellence).

თანამშრომლობა პოლიტიკის განვითარების მიზნით

აესკოს წევრები ინტენსიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით. მისი 2 წევრი და 1 ექსპერტი იყვნენ ჯგუფის წევრები, რომელმაც შეიმუშავა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი 2002 წელს – პროექტი წარმოადგენდა მთავრობის დაკვეთას და 1 მოსმენით მიღებულ იქნა-კიდეც პარლამენტის მიერ.

2002 წლიდან დაწყებული აესკოს წევრები უშუალოდ მონაწილეობდნენ მრავალი კანონპროექტისა და ეკონომიკური გადაწყვეტილეების მომზადებაში, როგორიცაა:

2005 წლის საგადასახადო კოდექსი, 2005 წლის ლიცენზირების ახალი კანონპროექტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, შრომის კოდექსის პროექტი.

2005-2006 წლებში აესკომ საქართველოში მოიწვია ცნობილი საერთაშორისო მეცნიერები, ექსპერტები და წარმატებული რეფორმატორები: რობერთ ლოუსონი, მარქ მაილსი – ეკონომიკური თავისუფლება (აშშ); რობერთ ნეფი – თვითმმართველობა (შვეიცარია), რუთ რიჩარდსონი – საჯარო სექტორის რეფორმები (ახალი ზელანდია), ჰარდი ბოუილონი  - თავისუფლების ფილოსოფია, შტეფან მელნიკი - ლიბერალიზმი (გერმანია), მარტ ლაარი – რეფორმები (ესტონეთი).

2006 წელს დაგეგმილია კიდევ რამოდენიმე სერიოზული ექსპერტის ვიზიტი, რომელთა მთავარი მიზანი იქნება საქართველოს მთავრობისა და  საზოგადოების დარწმუნება რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაში.

აესკოს პარტნიორები საქართველოსა და უცხოეთში

საქართველოში  აესკოს  ძირითად პარტნიორს კავკასიის კვლევების რეგიონული ცენტრი წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ადგილობრივი დონის სემინარების დამკვეთია. არასამთავრობო სექტორიდან აესკო თანამშრომლობს ორგანიზაციასთან პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის, ხოლო კერძო სექტორიდან თი-ბი-სი ჯგუფთან, საქართველოს ბანკთან, ამერიკის სავაჭრო პალატასთან, საქართველოს ბიზნესის ფედერაციასთან და სხვ.

საერთაშორისო დონეზე აესკო თანამშრომლობს: ნაუმანის ფონდთან (გერმანია), ქეითოს და მიზესის ინსტიტუტთან, ეკონომიკური განათლების, ატლასისა და ჰერითიჯის ფონდებთან (აშშ)., ჰაიეკის ინსტიტუტთან (ავსტრია), ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტთან (საფრანგეთი) და სხვ.

აესკოს დამფუძნებლები:

პაატა შეშელიძე (პრეზიდენტი), გია ჯანდიერი (ვიცე-პრეზიდენტი), ირაკლი შავიშვილი, აკაკი ცომაია, მურთაზ კვირკვაია.

აესკოს აღმასრულებელი მდივანია ნინო გორგაძე.

აესკოს ექსპერტები

ოთარ ზოიძე, ლადო სანიკიძე,...

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელფაქსი: 998418

მობ.:

893305468 (პაატა შეშელიძე)

877770011 (გია ჯანდიერი)

893973612 (ნინო გორგაძე)

e-mail:

paatasheshelidze@cdu.ge

gjandieri@gmail.com

ninogorgadze@gmail.com 


   
ძირითადი მისამართი:
სანაპიროს ქუჩა 4, მე-7 სართული
თბილისი, 0108, საქართველო
ტელ/ფაქსი: 995 32 998418
 
  მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | ჩვენი პრინციპები | გამოცემები | სემინარები | მოვლენები | ბიბლიოთეკა | ინფორმაცია
სადისკუსიო ფორუმი | სტატია | კვირის მოვლენა | გამოკითხვები | კვლევები და ექსპერტები | ჩვენი პოზიცია | თავისუფლების სამყარო


საავტორო უფლებები დაცულია © 2006 ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო”
დამზადებულია ვებსტუდია ”ჯეოლინკსის” მიერ

Hotels in Tbilisi
 
View My Stats